logo
ENG



აგრესიული ტესტირება და ანტისხეულებზე ანალიზები - სპეციალისტები კვლევის საჭიროებაზე საუბრობენ

27 აპრ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება, ქვეყანაში კი ამ დრომდე არ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი აგრესიული ტესტირება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ზუსტი სტატისტიკის გარეშე პანდემიის მართვას და ეკონომიკის რეგულაციას ეფექტიანი შედეგი ვერ ექნება.

კოვიდ 19-ის გავრცელების პიკურ ფაზაში მოიაზრებს ინფექციონისტთა ნაწილი საქართველოს, - სწრაფი ტესტების შემდეგ მასშტაბურად გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი და დღეს კორონავირუსის დიაგნოზით 496 პაციენტია. 

სპეციალისტთა ნაწილი აგრესიულ ტესტირებას პირდაპირ მოითხოვს, მათ შორის საუბრობენ იმაზეც, რომ დროა, ანტისხეულებზე ტესტიც ჩატარდეს, რის საფუძველზეც ხელისუფლებას ექნება ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი უსიმპტომოდ.

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ხელისუფლება რიცხვებით მანიპულირებს და აგრესიული ტესტებზე უარს პანდემიის მასშტაბის ხელოვნურად შესამცირებლად ამბობს.


close დახურვა