logo
ENG



ეს იყო ჩემი სურვილი და არა ფაქტი - ეზუგბაიამ აგრესიულ ტესტირებაზე გაკეთებული განცხადება განმარტა

27 აპრ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაია აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.

„ეს იყო ჩემი სურვილი, რატომ იგებს ადამიანების ჯგუფი ისე, როგორც ფაქტს, მე არ ვიცი, მაგრამ გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობაში და ვინ როგორ გაიგო არ ვიცი. კიდევ განვმარტავ, რომ პირველი შემთხვევა, რასაც ჰქვია იმპორტირებული, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველად მოვიდნენ პირველ თებერვალს. ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ. მთავრობა და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურები, დაავადებათა კონტროლის და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივ მუშაობას, როგორც ერთი ორგანიზმი და პირველი ეტაპი რასაც ერქვა შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, 25 აპრილს მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ „იმედი აქვს, შემდგომში აგრესიულ კვლევები არ ჩატარდება და ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება“. 


close დახურვა