პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია - ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჟენევაში, კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ტედროს გებრეისუსის თქმით, შეშფოთებას იწვევს აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების მზარდი ტენდენციები. მისი განმარტებით, ტესტირების მცირე მოცულობის გამო, ამ რეგიონების ქვეყნებში არ არის გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებისა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, ტედროს გებრეისუსის თქმით, პანდემიას დიდი ზიანს განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებისთვის მოაქვს.