
შვედეთმა, ავსტრიამ და ევროკავშირმა ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის 1,16 მილიონი ევროს ოდენობის, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა.
ინფორმაციას საქართველოში შვედეთის საელჩო ავრცელებს.
პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ფერმერებს, საოჯახო სასოფლო-მეურნეობების, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფების, და ასევე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებულ სუბიექტებს/ობიექტებს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.
ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://zcu.io/cDbm, ან გააგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - greta@ada.gv.at
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით).