logo
ENG



ცინარიძის ადვოკატი:არ დავეთანხმებით ბრალდების მხარის მოთხოვნას

30 აპრ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი კახა ხვისტანი "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავის პოზიციას სასამართლოში, დააფიქსირებს. უფლებადამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლე ბრალდების მხარის მოთხოვნას, რომელიც ცინარიძის პატიმრობაში დატოვებას ითვალისწინებს, არ დააკმაყოფილებს. 

"აღნიშნულის შესახებ ბატონი დავითი სასამართლოში ისაუბრებს. არ დავეთანხმებით ბრალდების მხარის მოთხოვნას", - აღნიშნა კახა ხვისტანმა

დავით ცინარიძეს ბრალი გუშინ წაუყენეს. ყოფილი მაღალჩინოსანი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა