ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი ავრცელებს.
"ამჟამად სტაციონარში 20 პაციანტია, საიდანაც 19 დაინფიცირებულია. ყველას მდგომარეობა დამაკმაყფილებელია. რამდენიმე გვყავს პნევმონიით და რამდენიმე მათგანის მდგომარეობა იყო მძიმე, მაგრამ ახლა გაუმჯობესდა. კლინიკიდან დღეს ეწერება 3 პაციენტი, ხოლო 4-დან ერთს, პისიარ კვლევა ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. განემორებითი ტესტის შემთხვევაში, თუ პასუხი იგივე იქნა, ისინიც დატოვებენ კლინიკას",-აცხადებს თემურ ნადირაძე.
აღსანიშნავია, რომ "კლინიკა ბომონდის" ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან 7-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საეჭვო პაციენტებს შორის იყო 32 წლის ქალი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა და მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო.
ქალი ამჟამად კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. კორონავირუსზე საეჭო პაციენტებს შორის იყო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გადმოყვანილი ორსული.
ამ დროისათვის ცხელების ცენტრში ორი პაციენტი იმყოფება, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც დღის განმავლობაში ელოდებიან.