logo
ENG



საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე შეეძლოთ გასვლა​ - Facebook-მა ​რუსული პროპაგანდისტული მედიის გვერდი დაბლოკა

01 მაი 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

Facebook-ი ​რუსული პროპაგანდისტული გვერდების დაბლოკვას აგრძელებს, რომლებიც როგორც საქართველოში ასევე მრავლად ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა კრემლისტური მედია "ნიუსფრონტთან" დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა ყველა ქვეყანაში, სადაც Newsfront-ი ოპერირებდა, მათ შორის საქართველოშიც. დღეს ამ მედიის ქართული გვერდი Facebook-ზე არარ იძებნება, თუმცა კვლავ ხელმისაწვდომი არის საიტი, სადაც პრორუსულ ინფორმაციას ავრცელებენ. 

Facebook-ს შესაბამისი განცხადებით არასამთავრობო ორგაზანიზაცია ISFED-მა მიმართა. "სამართლიან არჩევნებში" აცხადებენ, რომ Newsfront-ის წარმომადგენლობა საქართველოში მკვეთრად არის დაკავშირებული რუსულ აქტორებთან

"საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე შეეძლოთ გასვლა და ისინი მიზანმიმართულად, ორგანიზებულად ავრცელებდნენ სხვადასხვა სახის რუსულ პროპაგანდას და ანტიდასავლურ გზავნილებს. რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ იყო ის, რომ ისინი პრაქტიკულად ცდილობდნენ ქვეყანაში პოლარიზაციის გაზრდას, იმიტომ რომ ერთი მხრივ ავრცელებდნენ მასალებს როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ჯგუფებში და იქ ანტიოპოზიციურ გზავნილებს ავრცელებდნენ, ასევე ავრცელებდნენ მასალებს ოპოზიციის მხარდამჭერ ჯგუფებში", - განაცხადა ISFED-ის აღმარულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.  

ბოლო დეზინფორმაცია, რომელიც Newsfront-ზე გამოქვეყნდა, უკავშირდება ლუგარის ლაბორატორიას და მედიკამენტ რემდესივირს. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკა ცდილობს ამ მედიკამენტის დატესტვა საქართველოს მოსახლეობაზე მოახდინოს, რასაც ამერიკის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა. 


close დახურვა