logo
ENG



თურნავა: 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულზე ბიზნესს ექნება საშემოსავლო გადასახადში შეღავათი

01 მაი 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზე ისაუბრა. როგორც თურნავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, 1500 ლარამდე ბიზნესებს ექნებათ შეღავათი საშემოსავლო გადასახადში. მისი თქმით, ეს ბიზნესებს დაეხმარება, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლები.

ასევე, თურნავას თქმით, ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის პერიოდში, საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადავადდა. ასევე, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მცირე სასტუმროებისთვის სპეციალური პაკეტი მოქმედებს, რაც მათთვის სესხის სუბსიდირებას გულისხმობს.

„1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულზე, ბიზნესს ექნება საშემოსავლო გადასახადში შეღავათი, მათ შორის 750 ლარის მქონე დასაქმებულზე საერთოდ განულდება საშემოსავლო ადასახადი. ეს არის შანსი ბიზნესისთვის, რომ გადაუნაწილონ მთავრობას ტვირთი, რაც მათ აწევთ დღეს, როდესაც შეუმცირდათ შემოსავლები. ამავდროულად გასაცემია აქვთ ხელფასები. ჩვენ მაქსიმალურად ვუდგავართ ბიზნესს გვერდში რომ შეინარჩუნოს დასაქმება, რაც გაკეთდა ანტიკრიზისული ღონისძებები ფარგლებში. მთვარობამ ჯერ კიდევ მაშინ, როცა იწყებოდა ეპიდემია მყისიერი ნაბიჯები გადადგა ყველაზე მეტად დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად, ეს იყო ტურიზმის ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს - ქონების და საშემოსავლო გადახდა გადავადდა 4 თვით. მცირე სასტუმროებისთვის ცალკე პაკეტი მოქმედებს და უკვე 3000-მდე მცირე სასტუმრო არის დარეგისტრირებული და მიმართავს ამ დახმარებას, ეს არის 50 ნომრამდე მქონე სასტუმროებისთვის ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ აწარმოე საქართველოში, პროექტის ფარგლებში. ასევე ყველა იურიდიული პირისათვის მოხდა გარკვეული პერიოდით საბანკო სესხბის რესტრუქტურიზაცია, ასევე მთავრობის ჩართულობით, ასევე გრძელვადიანი ფინანსური რესურსი 600 მილიონი ლარის ოდენობით მთავრობის მხრიდან წარიმართება საბანკო სისტემის გავლით ბიზნესისკენ. ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს ამით, რადგან დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის საბანკო სესხების ხელმისაწვდომობა. “,-განაცხადა ნათია თურნავამ.

 


close დახურვა