logo
ENG



საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრაღიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დღეს ​სპეცრეისი შესრულდება

02 მაი 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
8zr2y6nces4zqvb.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პრაღიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეცრეისი შესრულდება. 

სამინისტროს ცნობით, ამ რეისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან: ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთსა და ავსტრიიდან. მგზავრთა შორის სტუდენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოპაციენტები და კორონავირუსის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები არიან.

„საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს განაგრძობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს ჩარტერული რეისი პრაღიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდება.

აღნიშნული რეისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან: ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთსა და ავსტრიიდან. მგზავრთა შორის სტუდენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოპაციენტები და კორონავირუსის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები არიან.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და ა.შ.

სამინისტროს ცნობით, 1 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,212 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 5 მაისი - ათენი-თბილისი; 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი - ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა