თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე თეა წულუკიანს ფეისბუკით ეხმიანება. იქამდე წულუკიანმა განაცხადა, რომ სააღდგომოდ სახელისუფლებო გუნდმა, როგორც "იუველირმა", პროცესები "ფილიგრანულად" მართა. კობახიძის თქმით, საქართველოს რელიგიური ექსტრემისტი მინისტრი არ ეკადრება.
"შვილო თეა, საეკლესიო სამართლის მიხედვით, სტრასბურგში ჩემი მრევლი იყავით, თუმცა ეკლესიაში მოსული არ მინახიხართ. თქვენ და ეკლესიამ ბანდიტების და სერიული მკვლელების სახე აჩვენეთ, რაც ნამდვილად არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. არც რელიგიური ექსტრემისტი იუსტიციის მინისტრი ეკადრება, რადგან პანდემიის დროს მართლმადიდებლობით მანიპულირება სწორედაც ექსტრემიზმია. თან რუსი სალახანების ლექსიკას იყენებთ ювелир, филигранно" - წერს ბასილ კობახიძე ფეისბუკზე.
