კახეთში კიდევ ერთ ინფიცირებული მედიკოსი და ინფექციის გავრცელების საფრთხე დადგა. კორონავირუსი ამჟამად პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.
"ფორმულას" ინფორმაციით, ქალი 27 აპრილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სტუმრად მეუღლესთან იმყოფებოდა. სწორედ ამის შემდეგ დაუდასტურდა მას კოვიდ 19. ირკვევა, რომ დაინფიცირებულს კონტაქტი მეუღლესთან, მეუღლეს კი 2 მეზობელთან ჰქონდა, ამჟამად სამივე პირი თვითიზოლაციაშია. მათ ტესტებს ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნიან.