logo
ENG



მეუფე იაკობი ზიარებაზე: ვის გადაედო კოვზით? არც გადაედება არავის

06 მაი 202013:57
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გიორგობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა, რომ ერთი კოვზით ზიარების დროს კორონავირუსი არავის გადასდებია და არც მომავალში დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი. როგორც იაკობმა განაცხადა, რწმენის შეურაცხყოფას სიკვდილი ურჩევნია.

„თურმე, ჩვენზე წუხდნენ ბატონები და ქალბატონები, რომ კლასტერი იქნებაო. ღმერთმა დაგვიფარა, საქართველო დაიფარა, ექიმებს პრაქტიკაც ხომ მისცა. როდესაც იქნება წამალი, ჩვენი ექიმები კიდევ შესძლებენ მასე თავის დადებას. შიშით და იმით კი არ უნდა ვიყოთ. თქვენ ჟურნალისტები რა დღეში ჰყავდით-ხოლმე, სამებაში რომ მობრძანდებოდით, ვხედავდი ეპიდემიის საფრთხეე... თქვენ არ უნდა გაგიფრთხილდეთ? ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ, ყველანი ჩემი ქვეყნის შვილები ხართ, ვერც ერთი იტყვით, რომ პარტიული იქნება თუ არაპარტიული, ასეთი ტელევიზია არ ვიცი, მოდიხართ და სიმართლეს გელაპარაკებით.

ღმერთს არ ვუარყოფთ. ქრისტიანი ვარ. ქართველი ვარ, ქიზიყელი ვარ. მირჩევნია მოვკვდე, ჩემი რწმენა შევურაცხყო და მერე სულში ჩაფურთხებულმა ვიარო, მასეთი სიცოცხლე არ მინდა, ასე ფიქრობს ყველა წესიერი ქრისტიანი. ვისაც ეშინოდა არ ვადანაშაულებ. ვის გადაედო კოვზით? არც გადაედება არავის. როცა ადამიანს არ სწამს, ეს აბსოლუტურად სხვა არის. უხილავში მყოფ ღმერთს ნუ ვასწავლით რაღაცებს. ღმერთან გქონიათ შეხვედრა? ვინა ხართ, რა თეოლოგები ხართ“, - განაცხადა იაკობმა. 


close დახურვა