logo
ENG



მეუფე იაკობი შეზღუდვებზე: თუ დავარღვევ კანონს, დამიჭირეთ, რამდენს დაგვიჭერთ?

06 მაი 202014:24
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბის მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ეხმაურება საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას პანდემიის დროს წირვაზე სიარულთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მორწმუნეებს უფლის რწმენას ვერავინ წაართმევს.

მეუფე იაკობის თქმით, თუკი მორწმუნეები კანონს დაარღვევენ, პოლიციას შეუძლია დაიჭიროს ისინი, თუმცა, მისივე თქმით, ასე ციხეები გაივსება. 

„როგორ გამოჩნდებოდა, გამოვსულიყავი და მეთქვა, მარტო ეკლესიაში იარეთო, არ მიხვიდეთ ექიმებთან, მარტო ღმერთი გიშველითო. ექიმიც ღვთისგან არის კურთხეული - ნებისმიერი ადამიანი კეთილ საქმეში ღვთისგანაა კურთხეული. მაგრამ ღმერთი აღმატებულია ყველაზე და მორწმუნეებს მაგას ნუ წაგვართმევთ. თუ არა და შეზღუდეთ კონსტიტუციის მუხლი და თუ დავარღვევ, დამიჭირეთ. რამდენს დაგვიჭერთ? - ციხეები უნდა გამოავსოთ. ქართველი კაცი გონიერია - ისე გავაკეთეთ, რომ ღმერთი ვადიდეთ. ვინც სახლში დარჩა და ვინც ვერ წავიდა წირვაზე - განსაკუთრებით უცხოეთში მყოფებს მინდა მოვეფერო - ვისაც გულით უნდოდა და ვერ წავიდა, ჩათვალეთ, რომ წირვის მადლი და ღვთის მადლი მიღებული აქვს იმას. აქაც, ვისაც უნდოდა და რაღაც მიზეზების გამო სახლში დარჩა, თქვენზეც გადმოსულია მადლი", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 


close დახურვა