logo
ENG



27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა

30 აგვ 202315:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/30/0rd9cbh9femw6c4.png

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მასწავლებლის დღე ქართველი საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

გარდა ამისა, გიორგი ამილახვრის ინიციატივით პედაგოგებს ყოველწლიურად 10000 ლარიანი პრემია და სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი გადაეცემათ. სამინისტროს განცხადებით, წამოწყება საზოგადოებაში მასწავლებლების როლის ხაზგასმასა და დაფასებას ემსახურება.

"მოგეხსენებათ, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ პედაგოგების როლის ხაზგასმასა და მათ დაფასებას ემსახურება

ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს", - ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა