logo
ENG



27 სექტემბრიდან საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური რეისები იწყება

15 სექ 202318:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/14oeo7i9g2yyf6k.jpg

27 სექტემბრიდან China Southern Airlines საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიურ ავიარეისებს იწყებს. ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით შესრულდება. ამ ეტაპზე, ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე კვირაში სამჯერ დაფრინავს.

TAV Georgia-ს ცნობით, China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა. მათივე განცხადებით, ავიაკომპანია რეისებს Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმი 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილებას წინ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა უძღოდა, რის შემდეგაც ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. 

 


close დახურვა