კორონავირუსის გავრცელების აღკვეთი ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებია.
ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს სათარჯიმნო საქმიანობაც დაემატა. დადგენილების მეშვიდე მუხლში, იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალია გაწერილი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ვადით არ ჩერდება. ცვლილებები უკვე ამოქმედდება.
