logo
ENG



გიორგი კეპულაძე: პირველადი მოხმარების სურსათზე და მედიკამენტებზე გაცილებით მეტად არის ფასები გაზრდილი

07 მაი 202010:41
3 წუთის საკითხავი
 

ინფლაცია და მისგან გამოწვეული გაზრდილი ფასები - ეკონომისტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე ფასების 3 პროცენტით ზრდას ელის. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად პირველადი მოხმარების პროდუქტები გაძვირდა. რაც, მოსახლეობის ფინანსებზე მძიმედ აისახება. 

„ამ ეტაპზე ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ იმ პროდუქციაზე, რომელიც არის პირველად მოხმარების, სურსათზე და მედიკამენტებზე გაცილებით მეტად არის ფასები გაზრდილი, რაც უფრო მეტად ურტყამს გაჭირვებული ადამიანების ჯიბეებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, როდესაც მიწოდების პრობლემაა ბაზრებზე სხვადსხვა პროდუქციის სურსათის, განსაკუთრებით საერთაშორისო გადაზიდვებშია პრობლემები, ქვეყნის შიგნითაც პრობლემებია და სწორედ ამან გამოიწვია ფასების ასეთი ზრდა. მათ შორის იყო ის რეგულაციებიც, რომელიც მთავრობამ დააწესა და ხშირ შემთხვევაში ეს რეგულაციები გაუმართლებელი იყო“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ

 

 


close დახურვა