logo
ENG



კეპულაძე: პოსტკრიზისული გეგმის არარსებობის გამო, ბიზნესი ყოველდღიურად ათეულობით მილიონ ლარს კარგავს

07 მაი 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის ექსპერტი და „საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებას გეგმა კიდევ არ წარმოუდგენია, თუ როგორ არის დაგეგმილი ეკონომიკის განვითარება.

მისივე თქმით, ბიზნეს სექტორს არ აქვს ინფორმაცია ხელისუფლების ხედვებთან დაკავშირებით და მათ არ შეუძლიათ, რომ დღეს კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რათა ბიზნესმა მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება მოახერხოს.

„პოსტკრიზისული გეგმა, რაც უფრო დიდხანს არ გვექნება, მით უფრო უარესია იმიტომ, რომ ყოველდღიურად ბიზნესი კარგავს ათეულობით მილიონ ლარს. ყველაზე მძიმე ბიზნესში არის გაურკვევლობა და მომავლისადმი გაურკვეველი დამოკიდებულება. არ იცის ამ ხალხმა რა და როგორ იქნება, ან რა პირობებით მისცემენ მათ მუშაობის უფლებას. ეს გაურკვევლობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. მოვისმინე ბანკებისგან, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა თუ როგორი პირობები შესთავაზონ ვთქვათ რესტრუქტურიზაციის სესხის სხვადასხვა ბიზნესებს და იურიდიულ პირებს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 


close დახურვა