საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ზელენსკიმ სააკაშვილს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსი თავის საქმეში წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავიდან სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.