logo
ENG



280 მეგავატიან ნენსკრა ჰესს საპარტნიორო ფონდი ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნებს

27 თებ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

280 მეგავატიან ნენსკრა ჰესს, "საპარტნიორო ფონდი" ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნებს. სვანეთის მილიარდ-ნახევრიანი ჰესი, რომელიც კორეულ კომპანიასთან ერთად უნდა აშენდეს, იმ პროექტებს შორის მოხვდა, რომელზე უფლებებსაც ფონდი მთავრობას გადააბარებს. "საპარტნიორო ფონდში" აცხადებენ, რომ ეს პროექტები მათთვის წამგებიანია, დივიდენდებს ვერ იღებენ, რაც მათი ფუნქციონირების ერთადერთი წყაროა. 

ფონდის განცხადებით, მას დარჩება ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის აქციების გარკვეული პაკეტი, ინვესტიციას კი აღარ ჩადებს. 

მთავრობის და "საპარტნიორო ფონდის" მოტივაციას საეჭვოდ უყურებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი. ფიქრობს, რომ დივიდენდების ნაკლებობა, სავარაუდოდ მხოლოდ საბაბია. ეჭვის საფუძველს კი ფონდის მუშაობა და გადაწყვეტილებები უკვე წლებია იძლევა.

კონკრეტული ვერსია აქვთ პოლიტიკოსებს, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ფიქრობს, რომ დავით საგანელიძის მუშაობით მთავრობა უკმაყოფილოა. იხსენებენ ჯანდაცვის მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების მართვის და ინვესტირების პრობლემის გამო საპარტნიორო ფონდს საჯაროდ უსაყვედურა, თუმცა ეჭვი ეპარებათ, რომ ფონდისგან ჩამოშორება პროექტებს გადაარჩენს. 

ეკონომისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ გაურკვეველი ფუნქცია-დანიშნულების საპარტნიორო ფონდისგან პროექტების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაბარება შესაძლოა ამ პროექტების განვითარებისთვის კარგიც აღმოჩნდეს. 

აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდი საავიაციო ნაწილების ქარხნის დატოვებასაც აანონსებს, რომელიც 90 მილიონიანი ინვესტიციით ებრაული კომპანიასთან ერთად შეიქმნა. ხელისუფლება რკინიგზის პრივატიზაციაზეც ალაპარაკდა.  


close დახურვა