logo
ENG



გიორგი გახარია: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ - წერტილი!

09 მაი 202009:42
3 წუთის საკითხავი
 
e2hxr880ws3ulwt.jpg

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! -  ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს.

გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს”, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია დღეს ვაკის პარკში მივიდა, სადა ევროპის დღე ფაშიზმზე გამარჯვება აღინიშნება.

"დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა და ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც ჩვენ ქართველები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ- მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 


close დახურვა