მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მიმართვა გაავრცელა.
ელისაბედ მეორემ წინასწარ ჩაწერილ გზავნილში მოსახლეობას მოუწოდა, არასდროს დანებდნენ და არ მიეცნენ სასოწარკვეთილებას.
მონარქმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნასაც მიაგო პატივი. დედოფლის თქმით, ის ასევე ამაყობს კორონავირუსის პანდემიაზე ხალხის რეაგირებით.