logo
ENG



ბორის ჯონსონი პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობას მომავალ სამოქმედო გეგმას წარუდგენს

10 მაი 202014:18
3 წუთის საკითხავი
 

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას სამოქმედო გეგმას წარუდგენს. გავრცელებული ცნობით, ინგლისში განგაშის ახალი სისტემა ამოქმედდება, რომელიც კორონავირუსის საფრთხის დონეს ერთიდან 5-მდე სკალით შეაფასებს და მონაცემების ცვლილებაზე იქნება მორგებული.

სატელევიზიო მიმართვის დროს პრემიერი ახალ სლოგანსაც დაასახელებს, ესაა: "იყავი ფხიზლად, გააკონტროლე ვირუსი, გადაარჩინე სიცოცხლე." გავრცელებული ცნობით, ბორის ჯონსონი  მკაცრი ზომების შემსუბუქების კონკრეტულ თარიღზე არაფერს იტყვის. ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რიცხვი 31,500-ს აჭარბებს. 


close დახურვა