logo
ENG



მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

11 მაი 202020:41
3 წუთის საკითხავი
clock 574

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მალხაზ რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საქმე ეხება კრიტიკულ პოსტს, რომელიც ჟურნალისტმა 21 აპრილს, მისივე კოლეგის, საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გამო გამოაქვეყნა.

დღის ბოლოს მალხაზ რეხვიაშვილს  თანაწამყვანის პოზიცია შესთავაზა პლატფორმამ - „სოციალური სამართლიანობისთვის". ორგანიზაცია ამზადებს გადაცემას "ათვლის კუთხე", რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის. 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში 10 და 11 აპრილს გამოქვეყნებული პოსტი და ტელევიზიის მენეჯმენტის მიმართ გამოთქმული კრიტიკა გახდა თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის მიზეზიც.


close დახურვა