logo
ENG



ერთად გადავრჩებით - თბილისი პრაიდი 17 მაისს ონლაინაქციას გამართავს

11 მაი 202022:31
3 წუთის საკითხავი
clock 984
aa0xhdai5xtczuj.jpg

ერთად გადავრჩებით - ამ სახელწოდებით „თბილისი პრაიდი“ 17 მაისს ონლაინაქციას გამართავს და ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ონლაინაქცია სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით დაანონსდა. როგორც ორგანიზატორები წერენ, აქციის ამ ფორმით გამართვა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო უწევთ.

მაშინ, როდესაც ადამიანები დგანან პანდემიის გამოწვევის წინაშე, მრავალმა მათგანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და შიმშილობის ზღვარზეა, ჩნდება კითხვა: არის კი ახლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დრო?! სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტად მწვავდება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და ჩაგვრა და ამიტომაც სწორედ ახლაა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დრო.

ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია არის საქართველოში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა. არა მხოლოდ მათი, ვისაც კლავენ, ვისზეც ძალადობენ ან სახლიდან, თუ სამსახურიდან აგდებენ, არამედ მათიც, ვისაც სიძულვილი და დისკრიმინაცია, ადამიანების დაცინვა და დამცირება დასაშვებ ქმედებად, ნორმად მიაჩნია. და მათიც, ვისაც თავი ჰომოფობად არ მიაჩნია, მაგრამ არ სურს, ქვიარ ადამიანები საჯაროდ გამოხატავდნენ საკუთარი პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავებულია.

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ცალსახად გვიჩვენა, რომ ტრადიციულად ჩაგრული ჯგუფები ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან. ცხადი გახდა, რომ
მხოლოდ თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვით არის შესაძლებელი, რომ გადავრჩეთ როგორც საზოგადოება. ამისთვის კი გაერთიანებაა საჭირო! გაერთიანება სოციალური პრობლემების დასაძლევად, სოციალური დისტანცირების პირობებშიც კი.  ამ ეტაპზე, ეს ორივე მოვლენა, ჰომოფობიაც და COVID-19 პანდემიაც მილიონობით ადამიანს იზოლაციაში გვამყოფებს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ჰომოფობიაც პანდემიაა და ისევე როგორც პანდემია, ჰომოფობიაც აუცილებლად დასრულდება", - ვკითხულობთ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა