ისნის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში კაცის ცხედარი იპოვეს. "ფორმულას" ინფორმაციით, სახლში 2 უსახლკარო ცხოვრობდა, გარდაცვლილი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა. ირკვევა, რომ კაცი ახალი გარდაცვლილი არაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი რამდენიმე თვეა იმ შენობაში ცხოვრობდა, სადაც ცხდარი იპოვეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ის არ გამოჩენილა. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდათ მეზობლებს ეჭვი, რის შემდეგაც ნახეს რომ კაცი გარდაცვლილი იყო. მეზობლების ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო და მეზობლები მას ხშირად საკვებითა და სხვადასხვა ნივთებით ეხმარებოდნენ.
„გამოვედი სახლიდან და დავინახე ამდენი ხალხი, შევეკითხე და მკვდარი უნახავთ, საკმაოდ დიდი ხნის ჩანსო, სუნი ასდიოდა და გახრწნილი იყო უკვე. სავარაუდოდ კაცი იქნება ამ უბანში სულ კაცები იყვნენ უსახლკაროები“,-აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
ასევე, ადგილობრივების ცნობით გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 50-60 წლამდე იყო.
„მამაკაცია ჭაღარა, 60 წლის იქნებოდა. მე მგონი რუსები იყვნენ, საბუთიც არ ჰქონდათ, რუსის ტიპის კაცი იყო“,-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის დასრულების შემდეგ, ცხედარს სავარაუდოდ ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, პრესსამსახურის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.