"ფეისბუკ" გვერდზე თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, აჭარის მაუწყებლის თანამშრომელი მალხაზ რეხვიაშვილი დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. რეხვიაშვილი გადაცემა "ჰეშთეგის" ერთ-ერთ წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე იყო. გათავისუფლებული ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ შრომით საქმიანობაში ჩარევა, არამედ კრიტიკული განწყობის გამო, მენეჯმენტის მხრიდან დევნაა. მაუწყებლის მენეჯმენტი კი გათავისუფლებულ თანამშრომელს ტელევიზიის დისკრედიტაციაში სდებს ბრალს. მალხაზ რეხვიაშვილი დავას სასამართლოში აპირებს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საერთასორისო სასამართლოებსაც მიმართავს.
„ტელლევიზიაში ხდება განუკითხაობა. მაუწყებლის თანამშრომელი გაუშვა სხვა თანამშრომლის სოლიდარობის ფეისბუკ პოსტის გამო არის წარმოუდგენელი სიბეცე. თუმცა, რომ გითხრათ რომ მაინცდამაინც გაკვირვებული ვარ დირექტორის ამ გადაწყვეტილებით მოგატყუებთ, იმიტომ, რომ დიდი ხანია მაუწყებლის მენეჯმენტს ლოგიკური ჩარჩო აღარ აქვს. ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა სასამართლოსა და პროკურატურაში. რაც გუშინ მოხდა ჩემთან მიმართებაში, ეს არ არის მხოლოდ შრომითი დავა, ეს არის მათ შორის სისხლის სამართლის შესაძლო დარღვევა და ყველა სამართლებრივ მეთოდს გამოვიყენებ. იმიტომ რომ ადამიანი ფეისბუკზე სოლიდარობის გამო სამსახურიდან გაუშვა და ეს შეაფასო როგორც მაუწყებლის დისკრედიტაცია ეს არის წარმოუდგენელი. ამასთანავე როდესაც საუბარი არის პროფესიული კავშირის საქმიანობაზე ეს არის პროფკავშირების საქმიანობისთვის ხელის შეშლაც. თუ ვასილ მაღლაფერიძეს გაუვიდა და გიორგი კოხრეიძეს გაუვიდა, მერე რომ მოვა ვიღაც ივან ივანოვი იმასაც გაუვა - ეგ დაუსჯელობის სინდრომი აღარ უნდა არსებობდეს და შემდგომ რომ მოვა დირექტორი იმან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასე თუ მოიქცევა დაისჯება ისე, როგორც დაისაჯა გიორგი კოხრეიძე“,-განაცხადა რეხვიაშვილმა.
