logo
ENG



ნადირაძე მერიაზე:გაეპარათ დოკუმენტი და ჩანს, რომ მიწა წალკის ნაცვლად, ვაზიანიდანაა წამოღებული

13 მაი 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მერიის თანამშრომლების ნათესავები ახორციელებენ და ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ. უფრო ზუსტად კი საკრებულოს ოპოზიციის მტკიცებით წალკის ნაცვლად დედაქალაქში მიწა მერიას შემოაქვს სხვა სირვციდან, ვაზიანიდან. აღნიშნულს კი კონკრეტული დოკუმენტი და ვიდეჩანაწერი ადასტურებს. 

"ამ ტენდერებს კონკურენციის გარეშე იგებს ერთადერთი კომპანია და ესაა "ლაგი 21". მას აქვს ლიცენზია რომ მიწა შემოიტანოს წალკიდან, თუმცა ამის ნაცვლად მიწა შემოაქვს ვაზიანიდან, სადაც მიწის მოპოვება ხდება სრულიად უკანონოდ. ამას უარყოფს თავას კომპანისი თავმჯდომარე, მაგრამ კომპანიის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ კიკვიძის პარკსა თუ სხვა ტერიტორიებზე, მიწა წაღებული ვაზიანიდან იქნა წაღებული. მათი ხარისხი კი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. ერთ-ერთ ტენდერში, სადაც საუბრი იყო რომ ილიაუნისთვის უნდა მიეწოდებინათ მიწა, გაეპარათ დოკუმენტი, სადაც ჩანს რომ კონკრეტულმა მძღოლმა მიწა წამოიღო არა წალკიდან, არამედ ვაზიანიდან. ესაა უტყუარი დოკუმენტი, რომლითაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და ამ ადამიანებს პასუხი უნდა აგებინონ"-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ბრალდებებს დედაქალაქის მერი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 


close დახურვა