logo
ENG



არ გვაქვს საფუძველი, ისევ ვენდოთ ანაკლიის კონსორციუმს, საკითხი დახურულია - თურნავა

14 მაი 202012:23
3 წუთის საკითხავი
clock 646

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პროექტის დასასრულებლად ვადები აღარ გაუხანგრძლივდება

თურნავას თქმით, მთავრობამ კონსორციუმს საკმარისი მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნული საკითხი დახურულია. 

"ანაკლიის პორტი არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი და ამას ამდენჯერ გახსენება არ უნდა. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. იცით, რომ პოსტ კრიზისულ პერიოდში, ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია დიდად იქნება აწყობილი იმაზე, რომ უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან რომ ბევრი ქვეყანა ლოკაციას ცვლის. კონსორციუმს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში [ეს ვადები კიდევ 7-ჯერ გადავუწიეთ] ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია", - აღნიშნა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 9 იანვარს შეწყვიტა.

გაიგეთ მეტი ანაკლიის პორტის შესახებ - "დასავლეთი თუ ჩრდილოეთი - ანაკლიის პორტი, როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური კომპასი"



close დახურვა