logo
ENG



მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეთანხმება კანონად იქცეს-სვენ მიქსერი

14 მაი 202013:55
3 წუთის საკითხავი
clock 967

ევროპარლამენტი კრიტიკული ანგარიშის მიღებისთვის ემზდება - ანგარიშის პროექტი უკვე მზადაა და მასში 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა. 

დოკუმენტს ევროპარლამენტში 19 მაისს, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილევენ. მთავარი თემა იქნება - "როგორ ასრეულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას". 

სვენ მიქსერის ანგარიშის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე. 

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა მხარეს უზრუნველყოს, რომ შეთანხმება კანონად იქცეს და შეძლებისდაგვარად მალე სრულად შესრულდეს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეების მიმართ, რამაც ხელი შეუწყო მზარდი უნდობლობის კლიმატის შექმნას და გაამწვავა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რასაც მოყვა პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს, რისი ვალდებულებაც ნაკისრი აქვს ასოცირების შეთანხმების მიხედვით. მოვუწოდებთ გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, რომ ახალი მოსამართლეების დანიშვნამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესრულება უზრუნველყოფილი იყოს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლო დროინდელი შერჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზების გამო დაზარალდა", - ნათქვამია დოკუმენტში. 


close დახურვა