logo
ENG



ქვეყანა 500 მილიონიანი დახმარების დაკარგვის წინაშეა - ოცნება პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს

14 მაი 202020:03
3 წუთის საკითხავი
 

რა დაუჯდება საქართველოს პოლიტპატიმრების ციხეში ჩატოვება - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევროს ბედი ახლა იმაზეა დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის გუნდი 8 მარტის პოლიტიკურ შეთანხმებას.

ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიანი დეპუტატები აცხადებენ, რომ პოსტპანდემიური დახმარება ხელისუფლების მიერ შესასრულებელ ვალდებულებებთან პირდაპირ ბმაშია. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე,  ტვიტერის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, ანდრიუს კუბილიუსი წერს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად დახმარება რეფორმების პროგრესთან, კანონის უზენაესობასთან, სასამართლო და საარჩევნო რეოფრმასთან არის დაკავშირებული. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ოპოზციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების შესრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. 

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრი ანა ფოტიგა კი, საქართველოს ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ  საქართველოში პოლიტიკური პატიმრები  არიან და ისინი ვიზიტების დროს რამდენჯემრეე მოინახულა.  ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული იმიჯის შესანარჩუნებლად ისინი ციხიდან უნდა გათავისუფლდნენ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების გადამწყვეტ,  8 მარტის რაუნდს ესწრებოდა ამბობს, რომ ევროპარლამენტარების განცხადებები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა , პირობის შეუსრულებლობას,მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან, კიდევ უფრო მეტი კრიტიკა მოჰყვება.   

ევროპარლამენტარების კრიტიკას კრიტიკით პასუხობს ხელისუფლება. მმართველი გუნდის წევრები  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს და ევროპარლამენტარებს  ოპოზიციასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით 8 მარტის შეთანხმება პოლიტიკოსი პატიმრების გათავისუფლებას არ ეხებოდა. ეკონომიკის მინისტრმა დღეს ფინანსური დახმარების შეჩერებაც გამორიცხა. 

 120/30-ზე პროპორციით საარჩევნო სისტემას, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ხმების სრულად მობილიზაციის პირობებში კანონპროექტი 93 ხმას დააგროვებს, ცნობილია, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი, რაც კიდევ 6 ხმას ნიშნავს, ჯამში 99 ხმა. ცვლილებებს სულ 113 ხმა სჭირდება. ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები კანონპროექტის მხარდაჭერას, 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ აპირებენ.


close დახურვა