logo
ENG



ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დაიწყო

17 მაი 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დაიწყო. 

მსვლელობის მონაწილე მრევლი აცხადებს, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა და ამ დღეს სხვა საკითხებზე საუბარი მხოლოდ პროპაგანდაა. მათივე თქმით, მთავარი ოჯახის სიწმინდე და რწმენაა.

„ტყუილში ცხოვრობთ, დღევანდელ დღეს გილოცავთ, იყავით რწმენით. წმინდა ოჯახი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის - მხოლოდ ასეთ ოჯახში შეიძლება გაიზარდოს ისეთი თაობა, როგორსაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ვუსურვებ ქართველებს, რომ მეტი და მეტი ქართული ოჯახი შეიქმნას", - აცხადებენ მსვლელობის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლები ვარკეთილის, გლდანისა და ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მსვლელობას აწყობენ და მათი თქმით, ქუჩებს აკურთხებენ.


close დახურვა