17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. საქართველოში ლგბტქ+ თემის აქტივისტებმა დედაქალაქის მთავრობას სოლიდარობის ნიშნად თბილისის სატელევიზიო ანძის ლგბტ დროშის ფერებში განათება სთხოვა. კალაძემ თხოვნაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი განაცხადა, რომ ანძის განათებაზე დიდი რიგებია, 17 მაისს კი ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება.
აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი და უზბეკეთი ბოლოა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სიაში, სადაც ჰომოსექსუალობა დღემდე კანონით ისჯება.
მეექვსე წელია, საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.