logo
ENG



ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის ჩაკეტვაზე: თუ ფართო გავრცელება იქნება, საკითხი დღის წესრიგში დადგება

19 მაი 202009:18
3 წუთის საკითხავი
 

ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი -  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინფექციია ფართო მასშტაბით გავრცელდება. 

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ტრაილერის მძღოლის კლასტერია.

„ჩაიკეტება თუ არა დღეს, რთული სათქმელია, მაგრამ თუ კი გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მაგრამ დღეის მონაცემებით, ყველა ის ინფიცირებული ვინც რეგიონში გყვავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაილერის მძღოლის კლასტერია. ყველა კონტაქტი ჯერჯერობით მიკვლევადი. თუ კი გევქნება ისეთი მოცემულობა, როდესაც იყო სპორტსმენის შემთხვევა, როდესაც ვერ დგინდებოდა კონტაქტები, ზომების გამკაცრება დღის წესრიგში დადგება“, - განაცხადა მოწერელიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ზუგდიდში 70-მდე პირის ნიმუშია  აღებულია, მათგან 8 ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის კონტაქტებია. პასუხები  დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. რაც შეეხება, უკვე დადასტურებულ შემთხვევებს, ტრაილერის მძღოლის ჩათვლით  სულ ამ კლასტერში კოვიდ 19  7 პაციენტს უდასტურდება. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 56  პირი იმყოფება, თვითიზოლაციას  რეგიონში  205 ადამიანი გადის.


close დახურვა