28 მარტიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რომის მიმართულებით ფრენებს აღადგენს.
ფრენები კვირაში 1 სიხშირით შესრულდება.
საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში გამგზვრება უკვე ტურისტულადაც შეუძლიათ.
საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს:
- მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF) https://app.euplf.eu/#/
- კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატი.