logo
ENG



28 ნოემბერს, გლდანის და საბურთალოს რაიონების ნაწილს დენი გაეთიშება

28 ნოე 202400:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/27/pi0kpg2en335aal.jpg

თელასის ინფორმაციით, ხვალ გლდანის და საბურთალოს რაიონების ნაწილს დენი გაეთიშება. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, პეტრე იბერის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, თეიმურაზ ბოჭორიშვილის და სანდრო ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.

 


close დახურვა