logo
ENG



28 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისი შესრულდება, აირზენას თქმით, რეისი ჩარტერულია

26 იან 202209:38
3 წუთის საკითხავი
 

ჯორჯიან ეარვეისმა 28 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა დანიშნა.

კომპანიის დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა ფორმულას უთხრა, რომ ეს ჩარტერული რეისია, რომელიც პერიოდულად, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ინიშნება. 

რუსეთთან პირდაპირი ფრენები ოფიციალურად არ აღდგენილა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. "გავრილოვის ღამისა" და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა.


close დახურვა