logo
ENG



28 ნოემბრიდან ქალაქებში სურსათის მაღაზიებისა და სალონების გარდა ყველა ობიექტი დაიხურება

26 ნოე 202013:46
3 წუთის საკითხავი
 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტები (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

ასევე არ დაიხურება ცხოველების და საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიები.

დაიხურება ბაზრობები, სამშენებლო მაღაზიები, საცურაო აუზები, და სპორტდარბაზები, თუმცა ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

რაც შეეხება, საკვებ ობიექტებს ისინი მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში იმუშავებენ. 

ასევე იზღუდება სპორტული, კულტურული და სახელოვნებო სტუდიებისა და წრეების საქმიანობა.

დაკეტილი ობიექტები დროებით გაიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. ამ პერიოდში მუშაობას შეძლებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. 

3 იანვრიდან 16 იანვრამდე შეზღუდული დაწესებულებები კვლავ დაიკეტება. 16 იავნრიდან 31 იანვრამდე კი სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა შაბათ-კვირის გარდა კვლავ აღდგება. 

 


close დახურვა