logo
ENG



28 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid-19-ის შედეგად გარდაიცვალა

07 აპრ 202122:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/07/q2rlj57j75sjnkb.png

გურიის რეგიონში მცხოვრები 28 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ინფიცირებული კლინიკაში 1 აპრილს მძიმე პნევმონიით შეიყვანეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტს მძიმე მდგომარეობა დაგვიანებული მიმართიანობის გამო განუვითარდა. 

"სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. კოვიდ-19-ის ფონზე, ფაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა", - განუცხადეს მედიას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.  

6 დღიანი მკურნალობის შემდეგ, 28 წლის ქალი დღეს, 7 აპრილს გარდაიცვალა. 


close დახურვა