29 და 30 ივნისს ქართველი გულშემატკივრებისთვის საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად ჩარტერული რეისები დაინიშნება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ფრენები განხორციელდება თბილისი - კელნი -თბილისის მიმართულებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 ივნისს, ხოლო 2 ივლისს ქართველი გულშემატკივრები შეძლებენ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას. ჩარტერულ რეისებს შეასრულებენ ავიაკომპანიები: ჯორჯიან ეარვეისი და ჯორჯიან ვინგსი.
სამინისტროს ცნობით, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევრო იქნება - შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 390 ევროს.
"სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE"- ნათქვამია განცხადებაში.
26 ივნისს, EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა.
30 ივნისს საქართველო ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.