logo
ENG



კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს არც ერთი თვით, არც ერთი დღით, წერტილი!-ლელო

22 მაი 202011:50
3 წუთის საკითხავი
 

პარტია "ლელოს საქართველოსთვის" სარჩელი, მთავრობის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. პარტიის წარმომადგენლები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ შესაბამის განმარტებებს, თუ რის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები და რატომ დადგა მისი საჭიროება. ასევე, "ლელოში" განმარტავენ, რომ "ქართული ოცნების" დაპირება შეზღუდვების ვადების შესახებ, სანდო არაა. 

არასაპარლამენტო ოპოზიცია, დარღვევებს ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებშიც ხედავს. ისინი ამბობენ, რომ დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მისი მიღების შემთხვევაში, ამ კანონსაც გაასაჩივრებენ.

"საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად ცნო ლელოს სარჩელი, ჩვენ ველოდებით არსებით განხილვას, სადაც იმედი გვაქვს, რომ სასამართლო იმსჯელებს როგორ უნდა ხდებოდეს საგანგებო მდგომარეობის დროს სამართლებრივი ჩარჩოს დადგენა და ეს შექმნის მნიშვნელოვან, ღირებულ, სწორ გზამკვლევს მომავალი ხელისუფლებებისთვის, რათა არც დემოკრატიული პრინციპები დაირღვეს და არც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე",-აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც "ლელოში" აღნიშნავენ, აღნიშნული კანონპროექტით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და დაუშვებელია მისი დარღვევა თუნდაც 15 ივლისამდე. ხელისუფლება კი სწორედ ამ უფლებამოსილების მიღებას ითხოვს. 

"კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან კვლავ წინააღმდეგობაშია და ახლა საპარალემნტო უმრავლესობის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამას მხოლოდ 15 ივლისამდე გააკეთებენ, ნიშნავს იმას, რომ ამ დრომდე ითხოვენ კონსტიტუციის დარღვევის უფლებამოსილებას. ეს არის მიუღებელი. კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს არც ერთი თვით და არც ერთი დღით. წერტილი, სწორედ აქ არის გახარიას სასვენი ნიშნის ადგილი",-აღნიშნა კახა კოჟორიძემ. 

 

 


close დახურვა