logo
ENG



საშეღავათო პერიოდი დასრულდა - ჯარიმებისა და საურავების გადახდა მოქალაქეებს დღეიდან მოუწევთ

23 მაი 202012:12
3 წუთის საკითხავი
clock 872

საშეღავათო პერიოდი დასრულებულია. საგანგებო მდგომარეობის დროს შეჩერებული ჯარიმებისა და საურავების გადახდა მოქალაქეებს დღეიდან მოუწევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრები კი მოქალაქეების მიღებას მომავალი კვირიდან შეძლებენ. 

საგანგებო პერიოდის განმავლობაში ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს არ უწევდათ, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარიმების გადახდა დაევალოთ მოქალაქეებს. 

საგანგებო მდგომარეობის დროს, ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო დაჯარიმებული მძღოლები ვალდებულები არიან 30 დღის განმავლობაში გადაიხადონ თანხა. ასევე 30 დღე აქვთ იმ პირებსაც, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის 3 000 და 15 000-ლარიანი ჯარიმები აქვთ გამოწერილი. ამ ადამიანებს ჯარიმების გასაჩივრებისთვის 10 დღე აქვთ. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების, თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. დასრულდა საშეღავათო პერიოდი, რომელიც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობის დროს, რაც ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებს ეხებოდა. მიმდინარეობს ცენტრების მომზადება გახსნისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა.


close დახურვა