საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ჯამში, ამ დროისთვის, კლინიკებში 196 ადამიანი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსით სულ 730 პირი დაინფიცირდა. აქედან 522 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.