logo
ENG



ხომ არ გადავხედოთ ევროატლანტიკურ არჩევანს-მეუფე ანტონი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

25 მაი 202011:43
3 წუთის საკითხავი
 
cbjy392qyow1i05.jpg

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

როგორც მან ქადაგებისას განაცხადა, გარკვეული ძალები, რომლებიც ევროპიდან ფინანსდებიან, ეკლესიას ოკრესტრირებულად უტევენ და ცდილობენ, რომ მომავალ თაობაში უარყოფითი განწყობები შექმნან.

„ჩვენი ახალგაზრდები არამარტო ეცნობიან ევროპულ ღირებულებებს არამედ აქტიურად არიან ჩართული, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებში გაუწიონ პროპაგანდა ევროპულ ფასეულობებს. მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება, ესენი ყველა ის ადამიანები არიან ვინც ეკლესიას უტევს, ვინც სულდგმულობს ევროპის დაფინანსებით. მებადება ეჭვი, ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თვალი ხომ არ გავახილოთ? რა ხდება? თუ ეს არის ევროპის ფასეულობა - ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. მე სერიოზულად ვფიქრობ და ამ საკითხს ალბათ სინოდშიც დავაყენებ, ხომ არ ჩაგვეტარებინა ხელახალი რეფერენდუმი და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს - გვინდა თუ არა ასეთი ევროპა. უკვე კისერში ამოვიდა მათი ყოველდღიური ეკლესიის ლანძღვა გინება, სასულიერო პირების ქილიკი. ჩვენ ვხედავთ რომ მომავალ თაობაში იმუშავა უკვე ამან და ეკლესიისაკენ გახედვა არ უნდათ. ჩვენ უნდა დავიწყოთ სათანადო ზომების მიღება. ყველა მღვდელმთავარს სათითაოდ ჩამოვივლი და უნდა შევატყობინო, გადავხედოთ ჩვენს მდგომარეობას. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მათ, გონზე მოვიდნენ და ეს ორკესტრირებული შემოტევა ეკლესიაზე შეწყვიტონ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა. 


close დახურვა