logo
ENG



დედაქალაქის დამატებითი ავტობუსებით უზრუნველყოფა არ იგეგმება - ტრანსპორტის აღდგენის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია

25 მაი 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის დროულად აღდგენას ითხოვს. მერი კი ავტობუსებისა და მეტროს მუშაობის აღდგენის სავარაუდო თარიღად ივნისის დასაწყისს ასახელებს. ირკვევა რომ ქალაქს 700 ავტობუსი მოემსახურება, საიდანაც 200 რეზერვის ერთეულია. კახა კალაძე საერთაშორისო რეკომენდაციის გათვალისწინებას ჯერჯერობით არ გეგმავს. დამატებითი ავტობუსებით თბილისის უზრუნველყოფა არ იგეგმება. როგორ აპირებს პანდემიის პირობებში რესურსების გაზრდის გარეშე მერი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, უცნობია.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარისთვის, დავით მესხიშვილისთვის მერის განცხადება გაუგებარია. მისი თქმით საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მოტივით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეაჩერა. ის მერს ევროკავშირის რეკომენდაციების დაცვას და მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობის გასამმაგებას ურჩევს.

 საკრებულოს ოპოზიცია კი კონკრეტულ გეგმას ითხოვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ ტრანსპორტის რაოდენობის გასაზრდელად მერია იმ ყვითელ ავტობუსებს გამოიყენებს რომელთა ექსპლუატაციის ვადაც ამოწურულია.

თბილისის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება 31 მარტიდან შეეზღუდა. ჯერჯერობით უცნობია, შეზღუდვების გაუქმების შემდეგ როგორ  დაიცავს მუნიციპალიტეტი მგზავრებს ვირუსის გავრცელებისგან.

 

 

 


close დახურვა