logo
ENG



რატომ იგვიანებს დახმარება - პრემიერი დღეს პარლამენტში მივა

27 მაი 202007:51
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მთავრობის მეთაური პარლამენტში  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და დეპუტეტების კითხვებსაც უპასუხებს.

ცნობილია, რომ "ევროპული საქართველო"  პრემიერ-მინისტრს გადასახადების  დაწევის რეკომენდაციებს შესთავაზებს. კერძოდ, პარტიაში აცხადებეენ, რომ პრემიერმა უნდა უპასუხოს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ეკონომიკური დახმარება დაწყებული და როგორ აპირებს მთავრობა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც დღეს უჭირს და დახმარება სჭირდება. პარტია მმართველ გუნდს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელ რეკომენდაციებსაც სთავაზობს.

„პრემიერმა უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ არის დახმარება დაწყებული, რატომ იგვიანებს დახმარება და რატომ არ მოიცავს ფართო საზოგადოებრივ ფენებს, რომლებსაც დღეს უჭირს და სჭირდება დახმარება. ამასთანავე მან უნდა გასცეს პასუცი კითხვებზე თუ რატომ არ არის გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეკონომიკა გამოვიდეს კრიზისიდან. ევროპულ საქართველოს აქვს რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწიოს გადასახადები, მეროე მხრივ არის გამოწვევა იმის მხრივ რომ ეკონომიკა გამოვიდეს კრიზისიდან“,-აცხადებს სერგო რატიანი.

სიღარიბესა და ეკონომიკურ რეცესიაზე კითხვები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. როგორც პარტიის წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს კორონავირუსის გამოვლენიდან სამი თვის თავზე საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკური დახმარება არ მიუღიათ.

„ჩვენი კითხვები ძირითადად იქნება სიღარიბეზე და სიღარიბის დაძლევის გეგმაზე, რომელიც რეალურად ხელისუფებას არ გააჩინია. სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გამოვლინდა ახალი კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში და დღემდე არც ერთი თეთრი საქართველოს მოქალაქემდე დახმარების ფარგლებში არ მისულა. ამიტომ ძირითადად სიღარიბეზე, ეკონომიკურ რეცესიაზე გაჭირვებაზე - სწორედ ამ თემაზე გვექნება კითხვები. ეს არის ასევე ის კითხვები, რომლითაც ჩვენ მივმართეთ პრემიერ მინისტრს 5 მაისს ინტერპელაციის პროცედურის გათვალისწინებით, რომლითაც იმედია ის ასევე მობრძანდება კვირის ბოლოს უკვე პარლამენტში, მიუხედავადიმისა რომ ორჯერ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას მას ვალდებულება ჰქონდა მოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, მან წარმომადგენელი გამოგზავნა“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დამოუკიდებელი დეპუტატი  ეკა ბესელია, კი გახარიას მის მიერ არსებულ ინიციატივას გააცნობს, რომელიც პენსიონერებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დაწესებული ბაჟის გადასახადის მოხსნას ითვალისწინებს. 

„პრემიერის მოსვლა არ არის ჩვეულებრივი და ორდინალური ვითარება, ამიტომ ფართო სპექტრის კითხვები დაისმება რამდენადაც შესაძლებლობა იქნება, არა მხოლოდ კოვიდ 19-თან დაკავშირებით და პრევენციასთან დაკავშირებით, როგორ ემზადება მთავრობა შემდეგი გამოწვევებისთვის, არამედ სოციალური პაკეტი იმ ადამიანებისთვის თუ არის გათვალისწინებული, ვინც იმ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. ჩემი ინიციატივა, რომელიც ეხება ყველა პენსიონერის გათავისფლება სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, ვინც სარჩელს შეიტანს სასამართლოში სხვადასხვა ტიპის საქმეზე, დაეთანხმება პრემიერი ამ ინიციატივას და დაუჭერს თუ არა მხარს მისი გუნდი“,-აცხადებს ეკა ბესელია.


 


close დახურვა