logo
ENG



ბოკერია გახარიას:ლობისტების გაგზავნილ წერილში აღიარებთ, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთ

27 მაი 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

„ვინ გირჩიათ, რომ მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეს ითვლება სამარცხვინო და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ლობისტების მეშვეობით ამერიკელი პარტნიორებისთვის გაგზავნილ წერილში მმართველმა გუნდმა ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა.

„ბატონმა პრემიერმა თვითქებასთან და ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, თქვა ისიც, რასაც ვეთანხმები, რომ საერთო ჯამში ქვეყანას მთლიანად შეგვაფასებენ ყველგან და საზოგადოებრივი თანხმობას აქვს მნიშვნელობა ოპონენტებს შორის. ამაზე მაქვს სწორედ კითხვა - თქვენ იცით, რომ პანდემიის გარდა ყველაზე დიდი პრობლემაა კრიზისი, რომელიც ჩვენს შორის არის, ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ერთი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, ამბობთ, რომ შეთანხმება არ ყოფილა და ასე შემდეგ. რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს. მე ვნახე თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი აშშ-ში სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი ვინ გირჩიათ, რომ მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეს ითვლება სამარცხვინო და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად. წერილი იწყება ასე: "რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პოლიტპატიმარიო" ანუ, აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ პირდაპირ. თან აღიარებთ და თან ბოლო პოლიტპატიმრის გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით, როდის იტყუებოდით ამ წერილის დროს, ახლა, გუშინ წინ, ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ სხვების?“, - განაცხადა პრემეირმა.


close დახურვა