logo
ENG



მეუფე იაკობი დეკანოზ მამალაძეზე:მეუფე დიმიტრი წესიერი კაცია და მაგი როგორ უნდა დაიცვას

28 მაი 202013:53
3 წუთის საკითხავი
clock 449
yqed65k51fbui3z.jpg

მეუფე დიმიტრი წესიერი კაცია და მაგი როგორ უნდა დაიცვას, - ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, „ფიქრობს თუ არა, რომ მეუფე დიმიტრიმ შეწყალებასთან დაკავშირებით დუმილით დეკანოზი გიორგი მამალაძე გაწირა“.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, სასამართლო რას გადაწყვეტდა, მისთვის ისედაც ნათელი იყო, თუ რა მოხდა ე.წ. ციანიდის საქმეში.

„ჩვენ ხომ ვიცით რა ხდებოდა მანამდე. თქვენ თუ არ გჯერათ ნება თქვენია. სულ არ მაინტერესებს სასამართლო დაამტკიცებდა თუ არ დაამტკიცებდა რამეს, ჩვენ ხომ ვიცით რაც ხდებოდა. ეკლესია არ არის ის, რომ ასე საერო სასამართლოს იმით ვიხელმძღვანელოთ. ოდესმე უკან რამეზე დამიხევია? ასეთ საუბარს რომელიმე ეპისკოპოსისგან მოისმენთ? ყველა ერიდება და არ ვალამაზებ არაფერს. ჩემ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ აქაც და მეორედ მოსვლისასაც", - განაცხადა მეუფე იაკობმა.


close დახურვა