logo
ENG



ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს

29 მაი 202013:22
3 წუთის საკითხავი
 
w0xaxbs0b88ifpi.jpg

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს. კენჭისყრის შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. როინიშვილის კანდიდატურას მხარი 18-მა ადამიანმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი წავიდა.

როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, თუმცა მას შარშან უფლებამოსილება ამოეწურა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე თვის წინ მისი გვარი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად წარუდგინა, თუმცა ეს პროცესი შეჩერებულია. 


close დახურვა