logo
ENG



2 თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ, სუს-მა ეს იცოდა - გაბუნია დაკითხვაზე მივიდა

19 ივნ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეზე დაკითხვაზე მივიდა. 

გაბუნიამ პროკურატურაში დაკითხვაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გადაწყდა. 

„ბევრი სათმელი არ მაქვს. მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში. ძალიან ზოგადი ინფორმაცია მქონდა. გამოძიებასთანაც საუბარი არ შემიძლია, რადგან არაფერი ვიცი. ასევე მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. სუს-მა იცოდა ამის შესახებ და თავად გამაფრთხილეს. თვალთვალი 2 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ვარაუდი მაქვს ჩემ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ საქმე რუსეთს ეხება. ჩემთვის ნათელია ყველაფერი. ამას თავად კადიროვი ამბობს", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.   

 


close დახურვა